კახეთში, სოფელ ველისციხეში, იტალიური ღვინის მწარმოებელი ბრენდის Della Toffola-ს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ყურძნის პირველადი გადამუშავების საწარმო მდებარეობს, რომელიც ოთხი საამქროსგან შედგება. პირველ ორ საამქროში ღვინისთვის ყურძნის მიღება-გადამუშავება ხდება, მესამეში – დაღვინებული მასალების შენახვა, მეოთხეში კი – საბრენდე ყურძნის მიღება-გადამუშავება.
საწარმოს ერთ დღეში 1000 ტონა საღვინე და 1500 ტონა საბრენდე ყურძნის მიღება და გადამუშავება შეუძლია. საამქროებში ღვინის საწარმოებლად განთავსებულია 36 ტონიანი 165 ცისტერნა, 100 ტონიანი 10 ცისტერნა და 120 ტონიანი 15 ცისტერნა. რაც შეეხება ბრენდის წარმოებას, სივრცეში იტალიური წარმოების სპირტსახდელი და 100 ტონიანი 90 ცისტერნაა განთავსებული.
ველისციხე-მუკუზანის მეღვინეობა და დისტილერიის ტერიტორიაზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზია-სალონი მდებარეობს, რომელიც ყოველდღიურად ათობით ტურისტს მასპინძლობს.