ქართული ბრენდი 7 წლიანი დაძველებით – მზადდება არანაკლებ 7 წლიანი დაძველების საბრენდე სპირტებისგან. დაძველებულია ქართული მუხის კასრებში. სითხე ოქროსფერია, ახასიათებს რბილი, ჰარმონიული ბუკეტი, ვანილისა და შოკოლადის ტონებით. აქვს ხანგრძლივი დაბოლოება, გამოირჩევა ხილისა და ჩირის გემოთი, ასევე ყვავილების ნაზი სურნელით.