გურული მეღვინეობის პოპულარიზაციისა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების მიზნით, KTW ჯგუფმა 2021 წელს შატო ასკანა ააშენა. შატო ასკანაში ღვინო ევროპული მეთოდით იწარმოება, ცქრიალა ღვინო კი - კლასიკური მეთოდით, რომელიც მუხის კასრებში ძველდება.
შატო ასკანაში ღვინო გამორჩეული ყურძნის ჯიშებისგან მზადდება, რომელიც როგორც გურიაში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებშია მოწეული: გურია - საკმიელა, ცოლიკოური და ჩხავერი. იმერეთი - ცოლიკოური და კრახუნა. რაჭა-ლეჩხუმი - ცოლიკოური. აჭარა - ჩხავერი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩხავერის ყურძნის ჯიშისგან როგორც თეთრი, ისე ვარდისფერი ღვინო იწარმოება.
შატოში ცქრიალა ღვინის დაძველება მინიმუმ 1,5-2 წლის, მაქსიმუმ - 4-5 წლის განმავლობაში გრძელდება. წყნარი ღვინო კი, 6-7 თვის შუალედში იწარმოება.
რთვლის განმავლობაში, შატო ასკანის საწარმო 100-1200 ტონა ყურძენს გადაამუშავებს.