...

სასტუმრო

ახაშენი ღვინის კურორტი და სპა

საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო, რომელიც გარშემორტყმულია KTW ჯგუფის ულამაზესი ვენახებით და კავკასიონის მთების მომაჯადოვებელი ხედებით, მთელი წლის განმავლობაში დაუვიწყარ დასვენებას გთავაზობთ. თქვენს განკარგულებაშია სასტუმროს 41 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, საცურაო აუზები და სპა. „ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს განიტვირთოს და ქართული მეღვინეობის 8000-წლიანი ტრადიციას კახეთის გულში ეზიაროს.

 

სტუმრებისთვის სასტუმროში გათვალისწინებულია საინტერესო აქტივობები, მათ შორისაა: კვადრო ტურები ზეგაანის მონასტერში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ულამაზესი ბუნება დაათვალიერონ. დამსვენებლებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში, როგორიცაა: ქართული პურის ცხობა თონეში (ღრმა წრიული ღუმელი), ჩურჩხელას, ხინკლისა და ქართული ბარბექიუს (მწვადი) დამზადება. „ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ 2018 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სასტუმროა დამსვენებლებისთვის.

ნისლებიდან მომზირალი KTW ჯგუფის სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ ისტორიულ მოგზაურობაში საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე თბილ დასახლებაში მიგვიძღვება და მოგზაურს ქართული ღვინის კულტურის ღრმა და ისტორიული გამოცდილებით, კახეთის ფერდობების და კავკასიონის მთების თვალწარმტაცი ხედებით აჯილდოებს.

306837059_389103126742937_861834853467260102_n

სასტუმრო

ორბელიანი რეზიდენსი

„ორბელიანი რეზიდენსი“ თბილისში, ხაზინას ქუჩაზე, განახლებულ ორბელიანის მოედანზე მდებარეობს. სასტუმრო აერთიანებს სამი სხვადასხვა კატეგორიის 21 ოთახს. თითოეული ოთახი აღჭურვილია ცეცხლგამძლე ინვენტარით: ფარდები, მატრასები და ხალიჩები.

„ორბელიანი რეზიდენსი“ არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე სასტუმროს შორის საქართველოში, რომელიც იყენებს მზის ენერგიას. სასტუმროს სივრცეშია განთავსებული რესტორანი და ღვინის მაღაზია-სალონი.

სასტუმრო მოგვითხრობს ქალაქის წარსულისა და თანამედროვეობასთან შერწყმის ისტორიას.

ოთახის ტიპები: Deluxe Rooms, Junior Sweet, Standard room with balcony, Standard room

127190153_105941194686297_9089632687712158751_n
sep_top
ka_GEGeorgian
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.