დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო დამზადებულია კახეთში, მუკუზანის მიკროზონაში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისგან, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში მუხის კასრებშია დაძველებული .
ღვინო მუქი ძოწისფერია. ხასიათდება ხავერდოვანი გემოთი, მწიფე კენკრისა და ალუბლის ტონებით.
მუხაში დავარაგების შემდგომ ვითარდება შავი პილპილისა და მწარე შოკოლადის არომატები. იგრძნობა მძლავრი ტანინები, მაღალი ალკოჰოლი და გემოს ხანგრძლივი დაბოლოება.