ქართული ბრენდი „ტაბლა“ მზადდება საბრენდე ყურძნის დისტილატით, რომელიც დავარგებულია ქართული მუხის „იბერიკას“ კასრებში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. ბრენდი ხასიათდება ოქროსფერი შეფერილობით, გამოირჩევა ნატიფად დაბალანსებული და ხავერდოვანი გემოთი. სასმელს თან სდევს გამომშრალი ხილის და მუხის სასიამოვნო არომატი.